LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებთ, რომ დარღვევის ფაქტები სათანადოდ იქნება გამოძიებული – იანოშ ჰერმანი

30

„ინფორმაცია დარღვევებზე, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას ეხება. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკრეტული ფაქტები სათანადოდ იქნება გამოძიებული,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა, განაცხადა.

იანოშ ჰერმანის თქმით, საარჩევნო პროცესის შეფასებას ევროკავშირის წარმომადგენლობა ტრადიციისამებრ, ეუთო-ს დასკვნებს ეყრდნობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო პროცესი წესრიგის გარემოში მიმდინარეობდეს. ჩვენ ვისმენთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ პოლიტიკური პარტიების სხვადასხვა მონაწილისგან. ჩვენ, ასევე, ვიღებთ ინფორმაციას დარღვევებზე, მაგრამ ეს არ არის სისტემური დარღვევები. ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვიღებთ, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას ეხება. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს ამ ფაქტებს. რამდენიმე დღის წინ ცესკო ვეწვიე და ეს საკითხი განვიხილეთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკრეტული ფაქტები სათანადოდ იქნება გამოძიებული,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები