LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი: დღეს დიდგორობაა (ვიდეო)

114

„დიდგორობა 2017“ – დღესასწაულთან დაკავშირებით დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

მსახიობების მონაწილეობით გაცოცხლდა 1121 წლის საქართველო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული კულტურისა და რეწვის ნიმუშები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
ასევე საზოგადოებას შესაძლებლობა ქონდა ეხილა ქართული ორთაბრძოლის ხელოვნება.

მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა. გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„დიდგორობა 2017-ს“ საქართველოს პრემიერი და მთავრობის წევრები, ასევე სასულიერო პირები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.


თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი

მინდა, ყველას მივულოცო დიდგორობა – ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ძლიერების სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდგორის ველზე განაცხადა.

დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა, სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება. ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით და რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ “ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო”, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


დიდგორის ველზე ყივჩაღი დაბრუნდა

აღსანიშნავია, რომ საქართველოს, სპეციალურად დიდგორობისთვის, ეწვია ყივჩაღი ყაზახეთიდან, ფონდ “საღადათ ნურმაგამბეტოვის” პრეზიდენტი საფარ ისკაკოვი, რომელმაც ქართველ ხალხს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ქართველთა და ყივჩაღთა საერთო დღესასწაული, რადგან დიდგორის ველზე, თავსუფლებისთვის ბრძოლაში ქართველებთან ერთად ყივჩაღების სისხლიც დაიღვარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები