LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინ არ მისცა კუკავას ხმა დედამ, მამამ თუ დამ? ვის იგდებთ მასხრად?”

93

“დემოკარტიული მოძრაობის” ლიდერი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას საარჩევნო უბნების გახსნისკენ მოუწოდებს.

„მინდა მივმართო ხელისუფლებას, თქვენ მოგიწიათ იმის აღიარება, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და არჩევნები იყო მანიპულირებული. გახსენით უბნები, გახსენით ყველა უბანი, სადაც ოპოზიცია გადათვლას ითხოვს. თუ ჭკუა გაქვთ, გახსენით სხვა უბნები და დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ქურდები და ხართ მართლები, ჩვენ გვაინტერესებს ვინ არ მისცა კუკავას ხმა, დედამ, მამამ თუ დამ? ვის იგდებთ მასხრად?“ “ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მომხდარი შემთხვევა გაყალბებას ადასტურებს, პარტიას მხარი 15-მა ადამიანმა დაუჭირა, თუმცა, ოქმის მიხედვით, მათ კანდიდატს და პარტიას გრაფაში ნული ხმა ჩაუწერეს. “დემოკრატიული მოძრაობის” წევრები დილიდან იმყოფებოდნენ მთაწმინდის საოლქო კომისიაში და #13 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, თუმცა  მათ მოთხოვნაზე უარი უთხრეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები