LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ლიკვიდირებულები და გველის თუ არა ტერორიზმის საფრთხე – საზოგადოებაში დარჩენილი უპასუხო კითხვები

91

4 გარდაცვლილი, 4 დაჭრილი და 1 დაკავებული – ასეთია მშრალი ინფორმაცია ციფრებში, რომელიც საზოგადოებამ 20-საათიანი დაძაბულობის შემდეგ მიიღო.

ანტიტერორისტულმა ოპერაციამ, რომელიც უპრეცენდენტოდ დიდხანს გაგრძელდა, საზოგადოებაში კითხვები იმავე დღეს გააჩინა, ინფორმაციის ნაკლებობამ კი ჭორების გავრცელებას შეუწყო ხელი. სოციალურ ქსელსა  და ფორუმებზე აქტიურად საუბრობდნენ მძევლების აყვანის ვერსიაზე, ვრცელდებოდა ინფორმაცია ეჭვმიტანილებთან ერთად ბინაში მათი ოჯახის წევრების, ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის ყოფნის თაობაზეც(ვერსიები უსაფრთხოების სამსახურმა არ დადასტურა).

მოლოდინი რომ კითხვის ნიშნებს პასუხი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გაეცემოდა არ გამართლდა …

„სპეცოპერაცია ამდენი ხანი იმიტომ გაგრძელდა, რომ მოქალაქეები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არ დაშავებულიყვნენ“.

ეს ძალიან სპეციფიური თემაა, ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა და კორპუსში მოხდებოდა, ავტომანქანაში, კინოთეატრში თუ სხვაგან, ჩვენ ამას არ ვმართავთ, სამწუხაროდ. არ შეგვიძლია”.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები“.

 

საზოგადოებამ ორდღიანი ვნებათაღელვის და დაძაბულობის შემდეგ ოფიციალური უწყებებისგან განმარტების სახით მწირი ინფორმაცია მიიღო.

 

რა არ ვიცით სპეცოპერაციის შესახებ

მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში სპეცოპერაციისას გაჩნდა და პასუხი დღემდე არ მიგვიღია – ვინ არიან ან რომელი დაჯგუფების წევრები იყვნენ ლიკვიდირებული ეჭვმიტანილები?

სპეცოპერაციის მიმდინარეობისას არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული პანკისის ხეობიდან იყოხოლო ბინაში მყოფები ჩეჩენი ტერორისტები იყვნენ. ვერსიას ამძაფრებდა ფაქტი, რომ ბინის დაქირავებაში  ეჭვმიტანილებს პანკისის მკვიდრი რიზვან გორნაკაშვილი დაეხმარა. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სუს-ის შენობაში შესვლამდე დაკავებული ეჭვმიტანილის ადვოკატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა.

ვინ არიან ლიკვიდირებულები?! – თურქულმა გამოცემამ „DailySabah-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ლიკვიდირებულები ტერორისტთა სიაში შეყვანილი აჰმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების ორი წევრი იყოს. აღნიშნულ ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ.

 

რა ინფორმაციას ფლობდა გამოძიება სპეცოპერაციის დაწყებამდე დანაშაულებრივ ჯგუფზე, რა საქმიანობას ეწეოდნენ აღნიშნული პირები და რომელ ქვეყანას ემუქრებოდა ტერაქტის საფრთხე?

 

ოფიციალურად გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით მიმდინარეობს.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებზე დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. ღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით“, -აღნიშნული განმარტებით შემოიფარგლება  უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.

 

ოფიციალურ საგამოძიებო უწყებებთან კითხვები და პრეტენზიები აქვს ბერი გაბრიელის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც.

რატომ არ მოხდა ე.წ. „შტურმის“ დაწყებამდე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის სრულად ევაკუაცია?

სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოქალაქეების ნაწილი საკუთარი სურვილით ტოვებდა საცხოვრებელ სახლებს. ადგილობრივების განცხადებით ტყვიებისგან თავდასაცავად მთელი დღის განმავლობაში იატაკზე იწვნენ, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს მცირეწლოვანმა ბავშვებმა.

ემუქრება თუ არა ქვეყანას ტერორიზმის საფრთხე და ველოდოთ თუ არა შურისძიებას? – კითხვა, რომელსაც ექსპერტები განსხვავებულად პასუხობენ და მოსახლეობაში კვლავ შიშის საფუძვლად რჩება. „მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ, მიწა ღვთისაა ქაფირებო და არა თქვენი”, – მუქარა სოციალურ ქსელში  მოხმარებელმა Vind Ex-მა დაწერა. მოსახლეობა შიშობს, რომ ქვეყანა შესაძლოა ტერორისტების სამიზნედ იქცეს.

 

ბევრი კითხვა არსებობს, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გადალახეს ტერორისტებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სად მიიღეს მათ იარაღი. ჩვენ ვიცით, რომ ისინი შეიარაღებული იყვნენ ავტომატებით, ყუმბარსატყორცნებით და 22 საათის განმავლობაში ქართველ სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდნენ. ამიტომ არსებობს ბევრი კითხვა, თუნდაც იარაღთან დაკავშირებითსად აპირებდნენ ტერორისტები შემდგომში იარაღის გამოყენებას”, – ამბობს „ფორტუნასთან” ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.

 

იქედან გამოდინარე, რომ ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიას წარმოშობს და არასწორი კლიშეების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, უსაფრთხოების ექსპერტები ხელისუფლებას საზოგადოებასთან მეტ კომუნიკაციას ურჩევენ.

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები