LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ვერტმფრენის პილოტი და ეკიპაჟის წევრები, ვინც ჩხოროწყუში ორი ადამიანი მდინარიდან გამოიყვანა

274

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, ნათია მღებრიშვილი აქვეყნებს იმ ვერტმფრენის პილოტის ფოტო, რომელმაც, თავის კოლეგებთან ერთად, ურთულეს პირობებში, ორი ადამიანი გადაარჩინა. შეგახსენებთ, რომ  ჩხოროწყუში მდინარე ხობისწყალის ადიდდა და ორი მეთევზე პატარა კუნძულზე ჩარჩა. შსს-ს  სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე დროულად ჩაფრინდა და მეთევზეების გამოყვანა შეძლეს.

ნათია წერს:

„მეთაური(პილოტი) ბესიკ გაბიანი, მეორე მფრინავი ბესიკ ბაკურიძე, მექანიკოსი შალვა შალიბაშვილი, ოპერატორი დიმიტრი ქააძე❤️❤ ამ ოთხეულმა დღეს ურთულეს ვითარებაში, საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანები გადაარჩინეს და კიდევ ერთხელ გვაჩვენეს რას ნიშნავს გმირობა“

ფოტოზე: ბესიკ გაბიანი (სამაშველო ეკიპაჟის ხელმძღვანელი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები