LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის CLIVEN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში – „შევარდენის” ბიზნესსაქმიანობა

541

იტალიური ბრენდის, CLIVEN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში- შპს ”შევარდენი” ჩვენს ქვეყანაში 500-ამდე დასახელების პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და ფლობს დიდ სასაწყობო მეურნეობას, საიდანაც საცალო და საბითუმო ვაჭრობა ხდება.

როგორც ”ფორტუნას” შპს ”შევარდენში” განუცხადეს, კომპანია ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის იმპორტზე, რომელთა ფასებიც მორგებულია ქართულ ბაზარზე.

”რეალიზაციას, ძირითადად, ვუკეთებთ კოსმეტიკურ საშუალებებსა და სარეცხის საშუალებებს. „შევარდენი“ თანამედროვე სტილით მომუშავე კომპანიაა, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ისეთ ფირმებთან, როგორებიცაა: კოსმეტიკური გაერთიანება „სვობოდა“, „კრასნაია ლინია“, „აისტი“, „ფიტო კოსმეტიკა“, კომპანია „ნმჟკ“ და „კლივენი”, – განმარტავენ ”შევარდენში”.

მათივე ცნობით, კომპანიას სავაჭრო წარმომადგენლობა ქ. ქუთაისში აქვს. „შევარდენი“ ფლობს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლის მეშვეობითაც პროდუქციით ამარაგებს ყველა დიდ სავაჭრო ქსელსა, თუ მცირე მარკეტს მთელი საქართველოს მასშტაბით.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „შევარდენი“ იმ ქართულ კომპანიანთაგანია, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე ”შევარდენში” 60-ამდე ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები