LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინ არის ეს ხალხი, რა უფლებით ადგენენ ფასებს?”

35

მომღერალი დიტო ლაგვილავა “ფეისბუქზე” ე.წ. ავტოსადგომის მორიგეებით ინტერესდება.

მისი თქმით, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ხიდის ქვეშ დგომა, გაურკვეველი პიროვნების თქმით, 2 ლარი ღირს.

დიტო ლაგვილავას აინტერესებს, ვინ არის ეს ხალხი და სად მიდის ფული, რომელსაც ავტომობილის მფლობელები იხდიან.

“არც სითი პარკის იურისდიქციაში არ არის ეს კონკრეტული ადგილი. ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ასე იქნება და მორჩა, დაადო ფასი 2 ლარი და დგანან. ეს ხო “სტაიანშიკის” მოგვარებული არ არის, ვიღაცა კურირებს მსგავს ადგილებს და კითხვა მიჩნდება რატომ ხუჭავენ ამაზე თვალებს სამართალდამცველები, მერია ან ის უწყება ვისაც აბარია მსგავსი საქმეების მოგვარება. ჩვენს თვალ წინ ხდება ეს ყველაფერი და არავის აქვს პრეტენზია”,- წერს ლაგვილავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები