LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვერა ვანგისთვის კოლექციის ესკიზებს ქმნის?..

193

ვერა ვანგი მსოფლიო მოდის ბიზნესში ერთ-ერთი საუკეთესო და რეკლამირებული ბრენდია. ალბათ, მოდის დამფასებლებისთვის გასახარი იქნება იმის გაგება, რომ მისი სახლის ერთ-ერთი დიზაინერი, რომელიც ვერა ვანგისთვის კოლექციის ესკიზებს ქმნის, ქართველია. ეს გახლავთ ეკა ქარდავა, რომელიც 12 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მოდის ბიზნესშია ჩართული.

ეკას შესახებ ემოციური სტატუსი მისმა ბავშვობის მეგობარმა, პიარის სპეციალისტმა, ნინი დედალამაზიშვილმა დაწერა: „ოდესღაც ერთმანეთს შევპირდით, რომ გავიზრდებოდით, ძალიან წარმატებული გოგონები ვიქნებოდით. ეკამ ეს პირობა შეასრულა, დღეს ნიუ იორკში ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერის, ვერა ვანგის მოდის სახლში მისი კოლექციის ესკიზებზე მშაობს. მომავალში მისი სახელი და გვარი მსოფლიო მოდის ისტორიაში დამოუკიდებლად ჩაეწერება, ისეთი ნიჭიერი დიზაინერია თვითონ. მიყვარხარ ეკა. მეტი ყურადღება მათ, ვინც რეალურად იმსახურებს“. – წერს ნინი.

რადიო „ფორტუნას“ აქვს ექსკლუზიური ფოტოები ეკა ქარდავას ალბომიდან. ერთ-ერთია ფოტო ასევე ცნობილ დიზაინერ ბეტსი ჯონსონთან, რომელთანაც ეკა ასევე მუშაობს დიზაინერად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები