LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც ჯენიფერ ენისტონს საკუთარი ნახატი აჩუქა (ვიდეო)

559

ქართველმა ახალგაზრდა მხატვარმა ლადო მხეიძემ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადანაც შევიტყვეთ, რომ მან ჯენიფერ ენისტონს, ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობს, თავისი ნახატი აჩუქა. ამისი ამსახველი ვიდეოც მხატვრის „ფეისბუქზეა“ ატვირთული. ჩვენ ლადო მხეიძე ექსკლუზიურად ჩავწერეთ და ეს ამბავი „ფორტუნას“ მკითხველისთვის მოვაყოლეთ.

ლადო მხეიძე:

არსებობს კინოფესტივალი, რომელიც ექვსი წელია, იტალიაში არსებობს. ქართველებმაც დავიწყეთ „ჯიფონი ჯორჯიას“ გაკეთება, უკვე 4 წელია. პირველად რამდენიმე ქართველი გაემგზავრა, წელს კი 12 ვიყავი წასული. ამ კინოფესტივალს უამრავი ვარსკვლავი სტუმრობს, ატარებენ მასტერკლასებს, გაჩვენებენ  ფილმებს, გაძლევენ რჩევებს, უსვამ მათ შეკითხვებს. მოკლედ, კინოსფეროში საკმაოდ დიდ განათლებას გაძლევენ. კინოფესტივალის ფარგლებში უამრავი გასართობი ღონისძიება იმართება.

როგორ უნდა მოხვდე ამ ფესტივალზე?

13879328_878583542246070_2572631561107035939_nკინოფესტივალზე რომ მოხვდე, ჯერ ესე და სამოტივაციო წერილი უნდა დაწერო, შემდეგ ინგლისურ ენაზე გასაუბრება გაიარო, გაჩვენებენ ფილმებს და დისკუსიაში ერთვები ინგლისურად. შემდეგ კი, თუ მოეწონები, იტალიაში მიემგზავრები. მე გამიმართლა, 12 ბავშვი ერთად გავემგზავრე საქართველოს სახელით.

როცა გავიგე, რომ ფესტივალის სტუმარი ჯენიფერ ენისტონი, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, დამეხატა. საკმაოდ სპეციფიკური გარეგნობა აქვს, ამიტომ ჩემს თავს დავაძალე და მთელი სულითა და გულით დავხატე. ის ფოტო დავხატე, რომელიც „ჯიფონის“ საიტზე იდო, ჩავსვი ჩარჩოში. მთელი გზა ვინერვიულე, რომ არაფერი დამართნოდა. რომ ჩავედი და ჩემოდნიდან ამოვიღე, არაფერი სჭირდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი (იღიმის).

ვიცოდი, რომ ფესტივალზე ასევე ჩამოდიოდა „შიმშილის თამაშების“ ვარსკვლავი, სემ კლაფლინი, ძალიან სიმპათიური მსახიობია და ერთი პანიკა ჰქონდათ მის თაყვანისმცემლებს ატეხილი. დარბაზში შესულებმა ადგილი ვერ ვიპოვნეთ, მე და ჩემი მეგობარი, თაკო ერთ ადგილზე დასხედით. თურმე, ლატარია თამაშდებოდა და სავარძლის ციფრებს ასახელებდნენ, ვინც იმ სავარძელზე იჯდა, უნდა ასულიყო და სემი დაეჯილდოვებინა სპეციალური პრიზით. თაკომ მითხრა, რა სასაცილო იქნება, ერთად რომ ვსხედვართ, ჩვენი სავარძლის ნომერი რომ ამოვიდესო… და ასე მოხდა. ორივეს ერთად ვერ აგვიყვანდნენ, მე და თაკომ ერთევროიანი ავაგდეთ, მე გამიმართლა და ავედი მე. სემს ჯილდო გადავეცი ერთ გოგონასთან ერთად და ვიყავი შოკირებული. ეს 21 ივლისს მოხდა.

13775768_876435572460867_8813541327128416818_nუკვე 23 ივლისს, ბოლოს წინა დღეს, ჩამოჰყავდათ ჯენიფერ ენისტონი. წავიღე ნახატი, რომელიც მანქანაში დავტოვე. კინოფესტივალს ვესწრებოდი, დავბრუნდი ნახატის ასაღებად, მაგრამ ის გოგონა, ვისი მანქანითაც მივედი, იქ აღარ დამხვდა. შემდეგ გავიგე, რომ მისმა ძმამ წამოიღო ჩემი ნახატი და უკვე ჯენიფერ ენისტონთან შეხვედრაზე იყო შესული. გიჟივით გავიქეცი, თურმე იმ ბიჭს ნახატი არ შეატანინეს, რადგან შუშა იყო. დაცვამ დარბაზში ნახატის გარეშე დამტოვა. მოწყენილი ვიჯექი და შევეგუე ამ ამბავს.

დარბაზში რომ შემოვიდა, ბავშვების მიერ დასმული შეკითხვების შემდეგ გული აუჩუყდა. ძალიან საყვარელი ადამიანია. ვიფიქრე, რომ ასეთ კარგი ადამიანისთვის შემეძლო მეკითხა და დავუსვი კითხვა, თუ შეიძლება, თქვენთვის შექმნილი ნახატი გადმოგცეთ-მეთქი. დამეთანხმა. მენეჯერი შემხვდა გზაში და გამომართვა. ალბათ, ჯენიფერი პატარა ბავშვის ნაჯღაბნს ელოდებოდა და ვიდეოშიც ჩანს რეაქცია, მიყვარხარო, მიყვიროდა, გაუხარდა და გული აუჩუყდა… (იღიმის). მეც, რა თქმა უნდა, შოკირებული ვიყავი. მთელი ცხოვრებაა, ვხატავ ცნობილ სახეებს. ახლა აკადემიაში ჩავაბარე და უკვე არ ვარ ამ საქმით გატაცებული, მაგრამ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ერთ სელებრითის მაინც ენახა, როგორ დავხატე. ოცნება ავიხდინე. ყველა ჩემი ახლობელი ამაყობს, რომ მე ეს შევძელი (იღიმის). ჯენიფერ ენოსტონისთვის გადაცემული ამ საჩუქრის შესახებ ბევრი ვიდეო აიტვირთა, მათ შორის „ჯიფონის“ საიტზეც…

ნინო მურღულია

 

13672172_10208769316363346_412141352_n

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები