LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის სტარტაპ ელჩი და რაში დაგეხმარებათ?

42

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამაში რეგიონების ჩართულობის გაზრდის მიზნით, სპეციალური პროგრამა „სტარტაპის ელჩი“ დაიწყო.

როგორც „ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, პროგრამა გულისხმობს ეკონომიკური განათლების მქონე სტუდენტების ჩართვას პოტენციური სტარტაპერების მოძიებაში მთელი საქართველოს მასშტაბით და მათთვის დახმარების გაწევას, იდეების ფორმულირებაში, კვალიფიციური ბიზნეს გეგმების მომზადებაში, განაცხადების შევსებაში. სანაცვლოდ, ასეთ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ რეალურ ბიზნეს პროექტებთან მუშაობის გამოცდილება, გაიარონ სტაჟირება „სტარტაპ საქართველოში“ და ისარგებლონ დამატებითი კრედიტებით უმაღლეს სასწავლებლებში.

„ეს პროგრამა დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონიდან საკუთარი საინტერესო და სიცოცხლისუნარიანი იდეები „სტარტაპ საქართველოს“ დახმარებით რეალურ პროექტებად აქციონ. ჩვენი ახალგაზრდები შეასრულებენ „სტარტაპ საქართველოს“ ელჩების როლს, წარმოაჩენენ რა ამ პროგრამას ქალაქებსა და სოფლებში. საბოლოო ჯამში კი, ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ საინტერესო პროექტს რეგიონებიდან და „სტარატაპ საქართველო“ კიდევ უფრო სახალხო პროექტი გახდება“, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა საწყის ეტაპზე შეხვედრები გამართეს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებთან თელავის, გორის, რუსთავის, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის უნივერსიტეტებში. აღსანიშნავია, რომ 300-მდე სტუდენტმა უკვე გამოხატა სურვილი ჩაერთოს „სტარტაპის ელჩის“ პროგრამაში.

ცნობისთვის, „სტარტაპ საქართველო“ პროგრამა ხორციელდება საპარტნიორო ფონდის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. დღეისათვის გამარჯვებულად 65 პროექტი გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები