LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ აშიმშილა ორი დღე ეკა ხოფერია – „იმედია, არ მცემს…“

57

ნინო სურგულაძის ფონდ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო საღამო, რომელსაც ცნობილი მსახიობი სოფი ლორენი ესწრებოდა, ეკა ხოფერიას მიჰყავდა. წამყვანი მართლაც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. მოგვიანებით, კაბისთვის მადლობა დიზაინერ თეონა თავართქილაძეს გადაუხადა.

ახლა კი ეკამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რა ვითარებაში იკერებოდა კაბა და რა სთხოვა თეონამ.

„იმედია, არ მცემს, ამას რო ვპოსტავ. ყველა დიზაინერს ხომ  თავისი ფრაზები აქვს და თეონა თავართქილაძისას მე გეტყვით.

მოკლედ, ვიკერავ კაბას თეონასთან სოფი ლორენის საღამოსთვის. მოგეხსენებათ, ცოტა „ფორმები“ მაქვს, შეკერვა რთულდება. თან, მე აქეთ ვეწუწუნები, ის არ გამომიჩნდეს, რაც დისკომფორტს შემიქმნის. მაწყნარებს, მშვიდად ასწორებს დეტალებს და უცებ წყნარად მეუბნება: და არ შეიძლება, რომ… (მერე პაუზა), ერთი სამი დღე არაფერი ჭამო? შესაკერად ზუსტად 3-4 დღე ჰქონდა, 3-4 დღე არა, მაგრამ 1-2- შევუსრულე.

თეონა, ძალიან მაგარი ხარ, გემოვნებიანი, ტაქტიანი, პასუხისმგებლობით აღსავსე და მადლობა, თან რომ გადამყევი და 1-2- დღეც მაშიმშილე…“ – წერს ტელეწამყვანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები