LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ და რამდენს ხარჯავს მუნდიალზე

37

ამერიკელი და ჩინელი გულშემატკივრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ. უცნაურია, რომ Visa-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტ ფულს იმ ქვეყნების მოქალაქეები ხარჯავენ, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობენ მიმდინარე მუნდიალზე.

Visa-ს მონაცემებით ტურნირის პირველ დღეებში (14-18 ივნისს) ყველაზე მეტი ფული ვიზაბარათებიდან გულშემატკივრებმა მოსკოვში დახარჯეს (233 მლნ ევრო). შემდეგ მოდის სანკტ პეტერბურგი (7 მლნ) და სოჭი (2 მლნ).

ყველაზე ნაკლები ხელგაშლილობით გულშემატკივრები კალინინგრადის სტადიონზე გამოირჩეოდნენ. მათმა დანახარჯმა სულ 226 ათასი ევრო შეადგინა.

14-დან 21 ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტი ფანებმა ”ლუჟნიკებზე” დახარჯეს. სტადიონზე გახარჯული თანხის ოდენობა 2 მილიონი ევროა, საიდანაც ნახევარზე მეტი უცხოელმა, დანარჩენი კი ადგილობრივმა ფანებმა დახარჯეს.

აშშ-ის ნაკრები 1986 წლის შემდეგ მუნდიალს მიღმა პირველად აღმოჩნდა, ჩინეთი კი მსოფლიო თასზე ერთადერთხელ 2002 წელს მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები