LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ და როდის: როგორია ქართველი ოლიმპიელების შემადგენლობა და შეჯიბრებების გრაფიკი

58

ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე ბევრიც არაფერი დარჩა. ქართველი სპორტსმენების გაცილების ოფიციალური ცერემონიაც უკვე გაიმართა. მართალია, ზამთრის თამაშებზე ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიდი დელეგაციით წარმოდგენილები და არც განსაკუთრებული ამბიციები გვამოძრავებს, მაგრამ ოლიმპიადა მაინც ოლიმპიადა და მონაწილეობაც კი ყველაზე პრესტიჟული და საამაყოა.

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა

ოლიმპიური სოფელი
1. იასონ აბრამაშვილი – სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
2. ნინო წიკლაური – სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
3. მორის ყვითელაშვილი -სპორტსმენი (ფიგურული ციგურაობა)
4. გიორგი სოღოიანი – სპორტსმენი (საციგაო სპორტი)
5. ვალტერ ჰუბმანი – მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
6. ფრანჩესკო ზანკოლო – მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
7. დანილ გლეიხენგაუზი – მწვრთნელი (ფიგურული სრიალი)
8. ფელიქს ქუმარიტაშვილი – მწვრთნელი (საციგაო)
9. მამუკა ხაბარელი – მისიის ხელმძღვანელი
10. რუსუდან აფციაური – ადმინისტრაციული პერსონალი

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები

– თამაშების მიმდინარეობის პერიოდი – 9 -25 თებერვალი
– მონაწილე ქვეყნები – 93
– სპორტის სახეობა – 7 (დისციპლინა 15)
– სპორტსმენთა რაოდენობა – 3 000
– გახსნის ცერემონიალი – 9 თებერვალი
– დახურვის ცერემონიალი – 25 თებერვალი
– ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი – 8 თებერვალი.

ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენები

1.იასონ აბარამაშვილი – სამთო – სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები)
2.ნინო წიკლაური – სამთო – სათხილამურო სპორტი (III თამაშები)
3.გიორგი სოღოიანი – საციგაო სპორტი (I თამაშები)
4.მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)

შეჯიბრებების გრაფიკი (განსხვავება თბილისის დროსთან +5 საათი)

11.02 – 18:50 – 21:35 – გიორგი სოღოიანი
12.02 – 10:15 – 15:35 – ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი)
14.02 – 10:15 – 15:25 – ნინო წიკლაური (სლალომი)
16.02 – 10:00 – 14:30 – მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
17.02 – 10:00 – 14:25 – მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა)
18.02 – 10:15 – 15:45 – იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი)
22.02 – 10:15 – 15:40 – იასონ აბრამაშვილი (სლალომი)

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებს შესაძლებლობა გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ,,პირველი არხის ” ეთერის საშუალებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები