LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დაესხა თავს დავით როსტომაშვილს – შსს განცხადებას ავრცელებს

63

დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ. დააკავეს, რომელიც, შსს-ს ცნობით, დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს.

სამინისტროს ინფორმაციით,  მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავით როსტომაშვილზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ზურაბ ქ. მოსკოვის გამზირზე მდებარე სპორტდარბაზ “საკემატაში” იმყოფებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ყაჩაღობის ფაქტი მოხდა 2017 წლის 14 ივნისს, 15:51 საათზე. სპორტდარბაზში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერში ზურაბ ქ.-ს დარბაზიდან გასვლის ფაქტი დაფიქსირებულია 2017.08.14 (2017 წლის 14 აგვისტო), 15:40 საათზე.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჯერარდამდგარი თარიღის მოშველიებით, ზურაბ. ქ-ს უდანაშულობის დასამტკიცებლად აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არგუმენტად მოყვანა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები