LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დაიწყო დაპირისპირება – შსს თორდიასა და ფარცხალაძის ინციდენტის ვიდეოს ავრცელებს

98

შსს-მ ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ღამის კლუბში “ელ ცენტრო” დაახლოებით 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. კადრების მიხედვით, თავდაპირველად ლაშა თორდიამ სცადა დაერტყა ოთარ ფარცხალაძისთვის, თუმცა მის ნაცვლად ფარცხალაძის თანმხლებს, მიხეილ ჩოხელს მოხვდა.

შემდეგ კი დაპირისპირებაში ჩაერია „ელ ცენტროს“ დაცვა და სიტუაცია განიმუხტა.

შსს-ს ინფორმაციით, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. უწყების ცნობით, თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური დაპირისპირება გენერალურმა აუდიტორმა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები