LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გააღიზიანა თამარი ივერი: „ოჯახის მამა რომ შვილებს ასეთ მაგალითს უჩვენებს!..“

95

თამარ ივერი აქვეყნებს ფოტოებს ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებლის გვერდიდან, რომელსაც ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს.

ცნობილი საოპერო მომღერალი წერს, რომ უნდა ვიცნობდეთ იმ ადამიანებს, ვინც გვარცხვენს:

„იცნობდეთ: ერთი დიდი კედელი უნდა იყოს ქალაქის შემოსასვლელში, სადაც ქვეყნის „ვისით ვამაყობთ-ვინ გვარცხვენს“ დაფა იქნება. თქვენსთანა შემარცხვენელის სახელი კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად „ვინ გვარცხვენს“ რიგებში იქნება.

ოჯახის მამა რომ შვილებს ასეთ მაგალითს უჩვენებს და შემდგომ „ფეისბუკზე“ გამოდებს!!!! მკვლელი!! მით უმეტეს, ველური კატა გადაშენების პირსაა და ის წითელ წიგნშია შეტანილი. ასეც რომ არ იყოს… რა დაგიშავა? მის ხორცს ჭამ?? არა!! მაგრამ ხომ უნდა „გაიმარიაჟო“ „ფეისბუკზე“.

(მართალია, „ხმაურის შემდგომ“ „ვაჟკაცმა“ სასწრაფოდ წაშალა სურათები მისი კედლიდან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ედება თუ აიღებს. ფაქტი ფაქტად რჩება და ბრაკონიერი არაკაცი – ბრაკონიერად!! ).

14958862_10209717805914992_1845126386_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები