LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გადავიდა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?

42

საფრანგეთში საარჩევნო უბნები ცოტა ხნის წინ დაიხურა. უკვე ცნობილია ეგზიტპოლების შედეგებიც.

ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ: ცენტრისტი ემანუელ მაკრონი – 23,7 ხმით და მემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი -21,7 ხმით.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს ხმების დათვლა.

საფრანგეთში არჩევნები გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიმდინარეობდა. დილიდან ქვეყნის მასშტაბით 50 000 პოლიციელი და 7 000 ჯარისკაცი იყო მობილიზებული.

არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები