LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდა უკვე ჩემპიონი (ფოტოები)

100

ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება, ბევრგან ყველაფერი უკვე გარკვეულია, ჩემპიონებიც გამოვლინდნენ და გასავარდნებიც გავარდნენ, თუმცა ჯერ ყველგან ყველას ოფიციალურად ჩემპიონობა არ გაუფორმებია. აქ იმ გუნდებს გადავავლოთ თვალი, ვინც ოფიციალურად უკვე გაჩემპიონდა.

 

”ბაზელი” – შვეიცარია
გუნდმა 28 აპრილს ისტორიაში მეოცედ, თანაც ზედიზედ მერვედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

”ბაიერნი” – გერმანია
29 აპრილს რეკორდმაისტერი ზედიზედ მეხუთედ გახდა გერმანიის ჩემპიონი, მათ შორის პირველად კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით. ანჩელოტი პირველი სპეციალისტია, რომელსაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან 4 მოგებული აქვს.


”ლუდოგორეცი” – ბულგარეთი
გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა 6 მაისს, ზედიზედ მეექვსედ იზეიმა.


”შახტარი” – უკრაინა
ასევე 6 მაისს უკრაინის ჩემპიონი ისტორიაში მეათედ გახდა ”შახტარი”.


”სპარტაკი” – რუსეთი
16-წლიანი პაუზის შემდეგ „სახალხო გუნდი“ როგორც იქნა ჩემპიონი გახდა. რუსეთის ოქროს მედლები დაიმსახურა ჩვენმა ჯანო ანანიძემ.


”ბენფიკა” – პორტუგალია
გუნდი 13 მაისს ზედიზედ მეოთხედ და თავის ისტორიაში 36-ედ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი.


”ჩელსი” – ინგლისი
არისტოკრატებმა თავის ისტორიაში მეექვსე პრემიერლიგა იმავე დღეს მოიგეს.


”ზალცბურგი” – ავსტრია
ზედიზედ მეოთხე ტიტული გუნდმა 14 მაისს მოიპოვა.


”ფეინოორდი” – ჰოლანდია
ასევე 14 მაისს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ერედივიზიონის გამარჯვებული პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში გახდა როტერდამის ”ფეიენოორდი”. აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა 36 წლის დირკ კიუიტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები