LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდა „წლის სიმღერის“ ტიტულის მფლობელი – „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულების სრული სია

65

„ოქროს ტალღას“ 2018 ახლახან დასრულდა. დიდ საკონცერტო დარბაზში მუსიკის და ემოციების დიდი ზეიმი შედგა. გამოვლიდნენნ 15 ნომინაციაში გამარჯვებულები, მათ შორის, მთავარი, წლის სიმღერის ტიტული ბოლოს გამოცხადდა და „ოქროს ტალღა“ ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ დაისაკუთრეს მთავარი ნომინაციისთვის.

15 ნომინაციიდან 14 კომპეტენტურმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით გამოავლინა, მეთხუთმეტე ინტერნეტრჩეულის გამარჯვებული კი „ოქროს ტალღის“ საიტზე ხმის მიცემის წესით დასახელდა და ის გიგი ადამაშვილი გახდა.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სტეფანე, ნინო ქათამაძე,სოფო ნიჟარაძე, „შვიდკაცა“ და ნინა სუბლატი აუდიტორიის წინაშე შესანიშნავი ქართული კომპოზიციებით წარდგნენ.

საღამო დაამშვენა „გრემის“ ორგზის მფლობელმა ამერიკელმა შემსრულებელმა, ლიზა ფიშერმა, რომელიც „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი გახლდათ და ღონისძიებისთვის ჩამოფრინდა საქართველოში. მან რამდენიმე კომპოზიცია ორკესტრთან ერთად შეასრულა…

„ოქროს ტალღა“ ზუსტად ერთი წლით გვემშვიდობება, მანამდე კი ვნახოთ გამარჯვებულთა სრული ჩამონათვალი:

წლის დებიუტი : B17 და ლევან ბეიტრიშვილი – „იმიტომ რომ“ (სიმღერა და ტექსტი: ლევან ბეიტრიშვილი)

წლის დუეტი: ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია – „თოვს“  (კომპოზიტორი და ტექსტი: თემო საჯაია)

წლის რიმეიქი, ანუ ახალი ვერსია: ლელა წურწუმია და გიორგი მახარაშვილი – „რა კარგი ხარ სიყვარულო“ (კომპოზიტორი: გოგი ცაბაძე / ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)

წლის ჯგუფი და ანსამბლი: ანსაბლი“ თეატრალურის კვარტეტი“ – წერილი (კომპოზიტორი: ჯემალ სეფიაშვილი / ლექსი: პაატა ნაცვლიშვილი)

წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა: ლაშა ღლონტი – „შენ რომ დიდი იქნები“ (კომპოზიტორი: მამუკა ჩარკვიანი / ლექსი: ჯანსუღ ჩარკვიანი)

ინტერნეტრჩეული – გიგი ადამაშვილი – ქარი ქრის (კომპოზიტორი და ტექსტი: ნატო ღოღობერიძე)

წლის მუსიკალური ტელეპროექტი: „მხოლოდ ქართული“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“

მუსიკალური პროდიუსინგი: გიორგი კერესელიძე, „ისთერნ პრომოუშენსი“

ქართული მუსიკის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ: ქეთი მელუა და „გორის ქალთა კამერული გუნდი“

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული – სტეფანე

ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული  – ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია – „თოვს“

მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი – გიო ხუციშვილი

წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი – თემურ თათარაშვილი – „გული ადამიანობს“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ცირა ბზიშვილი)

წლის საუკეთესო მომღერალი ქალი – სოფო ნიჟარაძე – „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“ (კომპოზიტორი: გოგი ცაბაძე / ტექსტი: მორის ფოცხიშვილი)

წლის სიმღერა – ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე – „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ (კომპოზიტორი: ლილიკო ნემსაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე)

 

ღონისძიების მხარდამჭერი: თბილისის მერია და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

გენერალური სპონსორი: „თეგეტა მოტორსი“

გენერალური პარტნიორი: არტისტ იუნიონ „კონცეპტ არტი“

ინტერნეტსპონსორი: დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“

სპონსორი: ავეჯის ცენტრი „პანორამა და კლასიკა“

ოფიციალური გადამყვანი: „თურქიშ ეარლაინსი“

„ოქროს ტალღის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“

პროექტის მასპინძელი: სასტუმროების ქსელი „ამბასადორი“

პროექტის პარტნიორები არიან: „ომეგა ემბეერი“, „ნატალი ჯგუფი“, „ახალი ნათება“, tkt.ge, ლაუნჯ-რესტორანი “დორსი“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: „რუსთავი 2“, „იბერია“, „პირველი არხი“, „იმედი“, „ტვ1“, „მიუზიკბოქსი„, „პალიტრა ტვ“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები