LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდება შემდეგი ჯეიმს ბონდი

84

ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა დარწმუნებულია, რომ დენიელ კრეიგის შემდეგ, სწორედ ის გახდება ახალი ჯეიმს ბონდი. ფილმების „ლუტერი“ და „მოსმენა“ ვარსკვლავმა, რომელიც სამეფო ოჯახის ახლო მეგობარი აღმოჩნდა, რამდენიმე დღეის წინ სელფი გამოაქვეყნა ცნობილი ჯაშუშური ფრაზის: „მე ელბა ვარ, იდრის ელბა“ პაროდიით. თუმცა, როცა ახალი როლი მსახიობს თაყვანისმცემლებმა მიულოცეს, ელბამ უკან დაიხია და ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

სხვათა შორის, ხმები, თითქოს ახალი აგენტი 007, შავკანიანი იქნება პირველმა „ბონდიანას“ პროდიუსერმა ბარბარა ბროკოლიმ გაავრცელა, რომელმაც ჩათვალა, რომ ახალი ჯეიმს ბონდი აუცილებლად „უმცირესობის“ წარმომადგენელი უნდა იყოს და როგორც ჩანს, ისტორიულ მისიას საკუთარ თავზე სწორედ ელბა აიღებს.

ბროკოლის განცხადებით, 2019 წელს „ბონდიანას“ მორიგ სერიაში დენიელ კრეიგი უკანასკნელად მოირგებს აგენტის როლს. მის სავარაუდო შემცვლელებს შორის კი, ელბასთან ერთად მთავარ პრეტენდენტებად ტომ ჰარდი და ტომ ჰიდლსტონი, დემიენ ლუისი და ჰარი სტაილსი ითვლებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები