LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახდნენ “ქრიზანთემა – ოქროს ყვავილის ფესტივალი 2016“-ის გამარჯვებულები

91

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის“ ორგანიზებით გაიმართა რიგით მეშვიდე  ,,ქრიზანთემა – ოქროს ყვავილის ფესტივალი 2016“. ტრადიციულად ფესტივალი ნოემრის თვეში ტარდება  და  საკონკურსო ხასიათი აქვს.

“ქრიზანთემა”  ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ოქროს ყვავილს,რომელსაც ძალიან საინტერესო  ისტორია აქვს. ყვავილი  უხსოვარი დროიდან სურვილების ასრულებასა და კეთილი მომავლის სიმბოლო იყო. ჩინელებმა ქრიზანთემა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ გაახარეს და მას სამეფო ყვავილი უწოდეს. უბრალო ადამიანებს ეკრძალებოდათ მათი მოშენება.ამომავალი  მზის ქვეყანაში კი განსაკუთრებული რიტუალია ქრიზანთემის დღესასწაული.

ფესტივალი დაფუძნდა 2005 წელს. წელს  ფესტივალს უმასპინძლა ,,წოდორეთის რანჩომ“, პროექტში  მონაწილეობდა 17 კომპანია . მონაწილეებმა შექმნეს კომპოზიციები ქრიზანთემებისგან  და კომპეტენტურმა ჟიურიმ  გამოავლინა  გამარჯვებულები .

ფესტივალში გამარჯვებული კომპანიები : პირველი ადგილი მოიპოვა ესთეტიკურმა მედიცინის ცენტრმა  ,, დერმამ“ , მეორე ადგილი ერგო “ქალთა ბედნიერებას“,  მესამე ადგილი მოიპოვა  სასტუმრო ,,არტ ვილა ბაკურიანმა“.

 მონაწილე კომპანიები :  ესთეტიკური კლინიკა ,,დერმა“, ჭიპლარის სისხლის ბანკი ,,ჯეოქორდი“, კლინიკა ,,ენმედიცი“,სასტუმრო ,,არტ ვილა ბაკურიანი“, კომპანია ,,გეორგინა“, აუდიტორიული კომპანია ,,არგ  გრუპი’’, კომპანია ,,აგრომაქს დეკორი“,   ,, GIF ME“,  ქალთა ბედნიერება“,  SALES PARTNER’’, საკონდიტრო  ,,ტარტი”, მოცეკვავეთა ჯგუფი ,,ლათინ დენს სტუდიო“,  ,, ინგა ბლესის ფსიქოლოგიური ცენტრი“ ,  ,,თედოს მარანი“, სხეულის საკორექციო ცენტრი ,,ბოდიქეა“, ფესტივალში ასევე მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო სტუდია ,,არტ თაობა“,რომლებმაც ფესტივალის თემაზე შექმნეს ულამაზესი ნამუშევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები