LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გასცემს ქალიშვილობის მთავარ ცნობას: ქართული პოლიტიკის მარგალიტები

284

„სიამოვნების ჟრიალი“, „მეზღაპრე“ მინისტრი, „მშობლიური“ ეროვნული ბანკი და „ქალიშვილობის ცნობის“ გამცემი ქმრები – კურიოზები, ხუმრობები და დასამახსოვრებელი გამონათქვამები ქართულ პოლიტიკაში 2016 წელს:

 

დიმიტრი ქუმსიშვილი
„პატარა სვანური კოშკი, ხელით გამოთლილი, ღირს 20 ლარი. მე სამი შვილი მყავს, ერთი პატარაა და ორისთვის რომ მეყიდა, ამოვიღე ჯიბიდან ფული, გადავიხადე და ძალიან გამეხარდა. იცით რა გამეხარდა? უნდა ავდგე და ისე გაჩვენოთ, როდესაც მივაწოდე 100-ლარიანი, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა, ბღუჯა… ამოიღო ფული ქალბატონმა, ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს სიამოვნებისგან, კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლენა.“

 

ირმა ინაშვილი
„ლარზე პირველ რიგში მოქმედებს ჩვენი ხელისუფლების უუნარობა და მე მგონი მთელ მთავრობას აჟრიალებს უკვე ისეთ კომენტარებს აკეთებენ.“

 

ალექსანდრე ჯეჯელავა
„მე ვოცნებობ ახალ „კომბლეზე“, რომელსაც ზღაპრის დასაწყისში ორასი ცხვარი ჰყავს, დასასრულს კი – 220, მთელი დღე კომბლებს კი არ თლის, რამდენიმე კომბალი აქვს, შრომობს და ცხვარს უვლის.“

 

დავით ნარმანია
„მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს.“

 

ბიძინა ივანიშვილი
„ანეკდოტი მოგიყვეთ? ებრაელს მიადგა ღამის სამ საათზე „ობეხეესი“. უკაკუნებენ, კარები გააღეთო. ვინ ხართ ამ შუაღამესო, კითხავს ებრაელი, „ობეხეესიდან“ ვართო, სალაპარაკო გვაქვსო, რამდენი ხართო, სამნიო, მერე ილაპარაკეთ ერთმანეთშიო, უპასუხებს ებრაელი. მე რატომ უნდა დავჯდე ან ერთთან, ან მეორესთან, იდებატონ ერთმანეთში.“

 

ზაქარია ქუცნაშვილი
„მე ვფიქრობ, ქალიშვილობის მთავარ ცნობას გასცემს მეუღლე… მეუღლე არის მთავარი გამცემი პირი ცნობის, ამიტომაც თუ მეუღლე, როგორც მთავარი ცნობის გამცემი, დაინტერესებულია იურისტების და ექსპერტების ჩარევაში, ვერ დავუშლით. ასე რომ, შევხედოთ ამ საკითხს უფრო მსუბუქად და დაველაპარაკოთ მეუღლეებს.“

 

ადა მარშანია
„ბატონო ჩემო, თქვენ ხომ ბრძანდებით ჩვენი ეროვნული, მშობლიური ბანკის წარმომადგენელი.“

 

დავით თარხან-მოურავი
„როგორც თავადაზნაურობის წინამძღოლმა გენეტიკური კვლევა პირველმა მე გავიარე, ანალიზები მოვიდა ამერიკიდან და ჩემი წინაპრები საქართველოში 14 600 წლის წინ ცხოვრობდნენ ანუ ძირძველი ქართველები არიან თარხან-მოურავები და მე ეს მიხარია.“

 

ირმა ინაშვილი
„ზოგადი დარღვევები, რაც გამოიკვეთა, ეს არის ზედმეტი ბიულეტენები, რომელიც დამალული იყო და შემდეგ აღმოაჩინეს მე-5 უბანზე, ჯიბიდან, ჩანთიდან თუ საცვლიდან ამოიღო უბნის ხელმძღვანელმა.“

 

ემზარ კვიციანი
„რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობამ აზიის ბანკისგან მიიღო 98.7 მილიონი დოლარი. ეს დოლარები უნდა წავიდეს ჩვენს ეროვნულ ბანკში, რეზერვუარებში, არა?!“

 

შალვა ნათელაშვილი
„ბიძინა ივანიშვილმა მასობრივად გააყალბა 8 ოქტომბრის არჩევნები. ხალხს მოჰპარა არა მარტო ქონება, არამედ ხმები, სულის ნაწილი.“

 

თამაზ მეჭიაური თინა ხიდაშელზე
„ქალბატონია და არ მინდოდა მისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, მაგრამ, რადგან ეს ქალბატონი ყველაზე მამაკაცურ პოსტს იკავებს, თავს ვალდებულად ვთვლი, თუნდაც ორი სიტყვით ვუპასუხო – „ქალი უნდა იყოს „კუხნაში“, თუ იქ მაინც გამოდგება“.