LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის ნაცვლად?

40

ქვეყანაში მმართველობითი სისტემის კრიზისია, ამიტომ მთავრობა უნდა დავალაგოთ ინსტიტუციურად, რომ პრემიერმინისტრი იყოს რეალური პრემიერმინისტრი და ასრულებდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვალდებულებას, ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. კითხვას, არის თუ არა გიორგი კვირიკაშვილი რეალური პრემიერმინისტრი, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ ამ კუთხით კითხვის ნიშნები არსებობს, ვინაიდან, ექსპერტის აზრით, არსებობს გადაწყვეტილების მიმღები პარალელური ცენტრი.

”პრემიერი, როგორც პირველი პირი ყველა ძალაუფლებრივ ინსტიტუტს უნდა ფლობდეს ხელში. გიორგი კვირიკაშვილის ვერტიკალში მინისტრები სუსტად არიან განთავსებული. ისინი არ თვლიან, რომ მათი მთავრი ბოსი არის  პრემიერმნისტრი. არსებობს გადაწყვეტილების მიმღები პარალელური ცენტრი” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც ეხება კითხვას, გულისხმობს თუ არა პარალელურა ცენტრში ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკური ექსპერტი პასუხობს, რომ მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც გულისხმობს.

”ალბათ მთავრობის წევრები ხშირად უსვამენ პრემირს შეკითხვას: შენ შეთანხმებული გაქვს ამას რომ გვეუბნები? ეს ნიშნავს, რომ სრულიად  არაჯანსაღი ვითარებაა შექმნილი.  მინისტრები არ გრძნობენ თავს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებად, ვინაიდან ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა გააკეთონ ან  გააფუჭონ, მაინც ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაბრალდება” – განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტიკური ექსპერტის შეფასებით, თუ მმართველობითი სისტემა მთლიანად არ შეიცვალა, საკადრო გადაადგილებებს აზრი არ ექნება. მისი აზრით, მთავრობის წევრებმა უნდა ისწავლონ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისი პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება.

”მინისტრები სხედან კაბინეტებში და არც არაფერს აკეთებენ. მათ იგრძნეს კომფორტი, რომ რაც არ უნდა დაშავდეს ქვეყანაში, რაც არ უნდა გაფუჭდეს, ხელის გაშვერა ხდება ბიძინა ივანიშვილისკენ. ამას შეეჩვივნენ ქართველი მინისტრები, მათ მოეწონათ სიტუაცია როდესაც ჯიპებით დარბიან, ჰალსტუხები უკეთიათ, დიდი კაბინეტები აქვთ და რაღაც სახლობანას   თამაშობენ, თანაც იციან, რომ პასუხისმგებლობა არ აქვთ” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები