LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იმღერებს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში

47

ნებისმიერი ვარსკვლავისთვის დიდი პატივია პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში გამოსვლა. ამ დროისთვის გამომსვლელთა ზუსტი ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი აქცენტები რამდენიმე მათგანზე უკვე კეთდება.

გამორიცხული არ არის, რომ პრინცი იმ მუსიკოსებს მოიწვევს, რომლებიც სამეფო ოჯახის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გამოსულან. მაგალითად, სექტემბერში Invictus Games-ის დახურვაზე პრინცი კმაყოფილი დარჩა ბრაიან ადამსისა და ბრიუს სპრინგსტინის გამოსვლით.

გასულ წელს კენსინგტონის სასახლეში გამოვიდა Coldplay-იც. ამ კონცერტის გამო კოლექტივმა ყველა დაგეგმილი გამოსვლა გადადო. სხვადასხვა დროს სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა წინაშე ელტონ ჯონი, ფარელ უილიამსი და როდ სტიუარტიც გამოსულან.ცოტა ხნის წინ, სასახლეს სტუმრობდა ედ შირანიც, რომელსაც პრინცმა ჩარლზმა საპატიო ორდენი გადასცა, მაშინ ედ შირანმა ჰარისა და მეგანის ქორწილში გამოსვლის სურვილი გამოთქვა. თვეების წინ იგივე თქვა სემ სმიტმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ქორწილში გამოსვლის სურვილით შეპყრობილია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ მათგანზე გაკეთდება არჩევანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები