LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მიიღებს მეცამეტე ხელფასს

150

საბავშვო ბაღის აღმზრდელები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ავტობუსის მძღოლები, მეტროს კონტროლიორები და თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაბალანაზღაურებადი პირები მეცამეტე ხელფასს მიიღებენ, ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა. მისი თქმით, ისინი წახალისებას საჭიროებე.

სამუშიამ არ იცის ზუსტი რიცხვი, რამდენი ადამიანი მიიღებს დამატებით ხელფასს და აღნიშნა, რომ მათ რაოდენობას დაითვლიან.

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ მეცამეტე ხელფასს არ მიიღებენ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები