LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს, მესი და რონალდო რომ არ ყოფილიყვნენ

92

კრიშტიანო რონალდომ მეხუთე „ოქროს ბურთი“ მოიგო და ლეო მესის დაეწია. ბოლო პერიოდი მარტო ამ ორი ბუმბერაზის პაექრობა მიდის, რისი გაგრძელების იმედი რონალდომ უკვე გამოთქვა. არადა, რომ არა ეს უცხოპლანეტელები, ინდივიდუალურ პრიზებს სხვა მაგარი ფეხბურთელები მოიგებდნენ. გადავხედოთ ვის შეეძლო გამხდარიყო საუკეთესო ფეხბურთელი ბოლო წლებში ლეო და კრიშტის გარეშე.

 

2008
მოიგო რონალდომ, მეორე იყო მესი

ადამიანებს შორის პირველი იყო ფერნანდო ტორესი

2009
მოიგო მესიმ, მეორე იყო რონალდო

ადამიანებს შორის პირველი – ჩავი

2010
მოიგო მესიმ, რონალდო სამეულშიც ვერ აღმოჩნდა

ადამიანებს შორის პირველი ანდრეს ინიესტა დარჩა

2011
მოიგო მესიმ, მეორე ადგილზე გავიდა რონალდო

ადამიანებს შორის პირველი – ისევ ჩავი

2012
მოიგო მესიმ, მეორე – რონალდო

ადამიანებს შორის პირველი იყო ანდრეს ინიესტა

2013
მოიგო რონალდომ, მეორე იყო მესი

ადამიანებს შორის პირველი – ფრანკ რიბერი

2014
მოიგო რონალდომ, მეორე იყო მესი

ადამიანებს შორის პირველი – მანუელ ნოიერი

2015
მოიგო მესიმ, რონალდო ამჯერად მეორე იყო

ადამიანებს შორის პირველი – ნეიმარი

2016
მოიგო რონალდომ, მეორე იყო მესი

ადამიანებს შორის პირველი – ანტუან გრიზმანი

2017
მოიგო რონალდომ, მეორე – მესი

ადამიანებს შორის პირველი ერთხელაც ნეიმარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები