LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უძღვნის დაბადების დღეზე ემოციურ პოსტს თეა წულუკიანს – „სულში და ჯიბეში უძვრებიან დაუზარელად…“

84

თეა წულუკიანის პრესსამსახურის უფროსი, მარიამ სხილაძე, იუსტიციის მინისტრს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.

„სულ ვფიქრობ: ცხოვრობდა ძალიან კარგად, ჰქონდა კარგი ხელფასი, გარანტირებული მზარდი კარიერა სიბერემდე, მოწიწება და პატივისცემა. ჩამოვიდა ქვეყანაში, სადაც სულში და ჯიბეში უძვრებიან დაუზარელად, აკრიტიკებენ (კარგ სიტყვას ვხმარობ, თორემ საქმიანი კრიტიკა თითქმის არ მომისმენია, რომელსაც არაფერი ჯობია), იმსახურებს თუ არ იმსახურებს, სადაც ENA- დიპლომი გახდა სალაპარაკო (ერთადერთი ქვეყანა ვართ ისე ამ ამბავში), სადაც მინისტრის სკამი არაფერია მისთვის ტკივილის, ტვირთისა და პასუხისმგებლობის გარდა. ამ „სიკეთეების“ ფონზე დღეში 20 საათს მინიმუმ მუშაობს და ამუშავებს ირგვლივ ყველას და ყველაფერს. ერთხელაც არ დაუწუწუნია, რამ გამაგიჟა და აქ რამ ჩამომიყვანაო... ამოვარდნილია „ქართული ეკოსისტემიდან“ და ამიტომაც ვუსურვებ, რაც კარგი და კეთილია ყველაფერს, ერთად აღებულს My Birthday Girl 🎉🎆🎊 წულუკიანი თეა“.

9c5400ee-536f-40d5-8d30-1020b151de9e

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები