LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ წარადგენს პროექტს ანსის კინოფესტივალზე

86

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ანიმაციური ფილმების ფრანგი პროდიუსერი ოლივიე კატერინი იმყოფება. იგი ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ეროვნულ კინოცენტრში ვორქშოპებს ატარებს.

14 აპრილს ეროვნულ კინოცენტრში ვორქშოპის მონაწილეები მათ პროექტებს წარუდგენენ ოლივიე კატერინს. რჩეული პროექტის ავტორი კი ზაფხულში საფრანგეთში, ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება.

ეროვნული კინოცენტრის, ანსისა და ნიქოზის კინოფესტივალების ერთობლივი კონკურსი, რომლის მიზანიც მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების განვითარებაა, წელს მესამედ ტარდება.

პირველ წელს გამარჯვებული ანა ჩუბინიძე გახდა, რომელმაც ანსიში ცნობილი ანიმაციური ფილმების სტუდიის “ფოლიმაჟი” დაინტერესება შეძლო და სწორედ ასე შეიქმნა პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია ანიმაციაში “ჯიბის კაცი”. კონკურსის შარშანდელი გამარჯვებულები კი ტატო კოტეტიშვილი და სანდრო ქათამაშვილი წარმატებით აწარმოებენ მოლაპარაკებებს ფრანგ პროდიუსრებთან.

კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ოლივიე კატერინი მას უკვე ანსის კინოფესტივალზე წარსადგენად მოამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები