LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ითხოვს სტატისტიკას, ყველას ვაწვდით – მეზვრიშვილი პრეზიდენტს პასუხობს

50

როცა საქმე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხება, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და ამ ერთიანობას უნდა იზიარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტიც – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილმ, ნათია მეზვრიშილმა, განაცხადა.

მისივე თქმით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით როგორი შეტყობინებაც მიიიღეს მსხვერპლებისგან, რეაგირებაც შესაბამისი იყო.

“შეტყობინება იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველს და ეს პოლოციამ გამოსცა. მარტო სამ თვეში 800ზე მეტი პირი ოჯახში ძალადობოს ბრალდებით გვყავს დაკავებული. რეაგირება იყო დროული. შემაკავებელი ორდერი მოკლულის დედის მიმართ გამოიცა და არა მოკლულის მიმართ. ჩვენ შეწყალების, ამნისტიის და ა.შ პროცესებში ჩვენით ინიციატივებს ვერ გამოვიჩენთ და წინასწარ ვერ გავთვლით ვინ რა პროცესებს აწარმოებს. ვინც ითხოვს ჩვენგან სტატისტიკას, ყველას ვაწვდით ინფორმაციას” – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები