LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც ფაშიზმის თანამონაწილეა – კობახიძე არასამთავრობოებს აკრიტიკებს

37

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე.

“სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან,” – აღნიშნა კობახიძემ.

„საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას „ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით“, თუმცა, ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ ყოფილა,” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა კერძოდ, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად, უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ქართულ-დასავლური ურთიერთობების კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკურად მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან. ქართული ფაშიზმი ჩვენ 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს და პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ საქართველოში ის ვეღარ გაიდგამს ფესვებს. 28 ოქტომბერს, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.