LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ დოლიძის თქმით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისას დარღვევები მინიმალურია

58

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის, განცხადებით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისას დარღვევები არის ძალიან მინიმალური, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს რეჟიმის შეჩერებაზე.

ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც 2017 წლის 28 მარტიდან 19 ივლისის ჩათვლით შენგენის ზონაში საქართველოს 54 929 მოქალაქიდან 3 000 არ დაბრუნდა. დოლიძე აცხადებს, რომ მთავარია საქართველოს მოქალაქეებმა არ მოითხოვონ თავშესაფარი, რადგან ეს გამოიწვევს პრობლემებს.

მაქსიმალურად გვინდა, გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს წესები, ვუთხრათ, რომ არ მოითხოვონ თავშესაფარი. თავშესაფრის მაძიებელთა მონაცემების გაზრდა ყოველთვის იწვევს პორობლემების წარმოშობა. არაერთხელ ყოფილა მსგავსი რამ, თუმცა ყველაფერი ჯერჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს. იმ 3 000 კაციდან რამდენს აქვს დარღვეული მიმოსვლის წესები, ძნელი სათქმელია. ტენდენცია ჩანს ძალიან კარგად და დარღვევები არის ძალიან მინიმალური, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს რეჟიმის შერებაზე, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები