LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვა [ვიდეო]

72

პროკურატურაში ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა. დეპუტატმა უწყების შენობა უკომენტაროდ დატოვა. მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ერთადერთი, რაც საგამოძიებო ორგანოს შენობის დატოვების შემდეგ ჯაფარიძემ დაადასტურა, არის ის,  რომ მართლაც შეხვდა მირზა სუბელიანს. თუმცა, მისივე თქმით, სუბელიანის ნალაპარაკევი სერიოზულად არ ჩაუთვლია.

ჯაფარიძე დაახლოებით სამი საათის  განამავლობაში  იკითხებოდა იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ,  რომელშიც სავარაუდოდ,  ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ.

საქმე ეხება რუსთავი 2 – ის მიერ გავრცლებულ აუდიოჩანაწერს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანაში შესულ ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს , აგრეთვე დევნილთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება და ამბობს, რომ საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში, წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან რამდენი ხანი უნდა დარჩეს იგი პატიმრობაში და მას ასევე უთხრეს, რომ ციხეში სახელმწიფოს გადასარჩენად უნდა ჩამჯდარიყო

ჩანაწერში სავარუოდოდ, სუბელიანი ამბობს რომ მისდამი მმართველი გუდნის დამოკიდებულებით ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

აუდიჩანაწერში საუბარია გახმაურებული საქმეების გახსნის ძალადობრივ მეთოდებზე, ხელისუფლების კომპრომატებზე, ხორავას ქუჩის საქმეზე და სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე.