LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი პლაჟზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ირუჯება (ფოტო)

188

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შვილებთან ერთად ავსტრალიაში იმყოფებიან. დევიდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტული შეჯიბრებების კეთილი ნების ელჩია, რომელსაც წელს სიდნეი მასპინძლობს. თამაშებზე დასწრების პარალელურად ოჯახი დასვენებისთვისაც იცლის.

პაპარაცების ობიექტივში მოხვდა ვიქტორია ბექჰემი, რომელიც პლაჟზე შვილებთან, კრუზთან და ჰარპერთან ერთად იმყოფებოდა. ვიქტორიამ გადაწყვიტა, გარუჯვის დროსაც არ ეღალატა თავისი სტილისთვის. ის სახელობითი ბრენდის თეთრ მაისურში, ჯინსებსა და მაღალქუსლიან წითელ ფეხსაცმელში პოზირებს. ფოტოებიდან ჩანს, რომ ვიქტორია თან ირუჯება და თან დაცვის წევრთან ერთად შვილებს ადევნებს თვალს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები