LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემის ორი მოდური ლუქი ერთ დღეში (ფოტო)

221

ვიქტორია ბექჰემი ამჯერად პარიზის მოდის კვირეულის სტუმარია. ცნობილი დიზაინერი საფრანგეთში მეუღლესთან ერთად იმყოფება და ჩვენების პარალელურად, საკუთარი მაღაზიის საქმეებისთვისაც იცლის. პაპარაცებმა 44 წლის ბექჰემი ერთ დღეს ორ სხვადასხვა ლოკაციაზე გადაიღეს. დილით ვიქტორია იმ სასტუმროს შესასვლელთან გამოჩნდა, სადაც პარიზში ყოფნის დროს გაჩერდა. ვიქტორია საკუთარი ბრენდის შავ კომბინეზონში იყო გამოწყობილი, ხელში კი წითელი ხელჩანთა ეკავა.

უკვე დღის მეორე ნახევარში ვიქტორიამ საკუთარი ბრენდის მაღაზიაში გადაინაცვლა. სწორედ მაღაზიის შესასვლელთან გადაიღეს ის ფოტოგრაფებმა. ამჯერად ვიქტორიამ არჩევანი კვლავ საკუთარი ბრენდის ასიმეტრიულ კაბაზე გააკეთა, რომელიც ცისფერი ფერის ფეხსაცმელთან და ჩანთასთან ჰქონდა კომბინირებული. სხვათაშორის ეს ჩანთა და ფეხსაცმელი ბექჰემს წინა კვირას, ანა ვინტურთან შეხვედრის დროსაც ეცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები