LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი ახლობლების წრეში აღნიშნა

73

გუშინ, ვიქტორია ბექჰემის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა მოხდა – ცნობილი დიზაინერი ბრიტანული მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი გახდა. ჯილდო მას თვით პრინცმა უილიამმა ბუკინგემის სასახლეში გადასცა. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას დევიდ ბექჰემი და ვიქტორიას მშობლები ესწრებოდნენ.

დღის ბოლოს, ეს ფაქტი, ვიქტორიამ ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა. ბუნებრივია, ვახშამი დახურული იყო, თუმცა პაპარაცებმა შეძლეს და რესტორნამდე მიმავალი სტუმრები დააფიქსირეს. მათ შორის იყვნენ ვიქტორიას მეუღლე – დევიდი, მისტერ და მისის ბექჰემების მშობლები, ვარსკვლავური წყვილის დედმამიშვილები, მათი ოთხივე შვილი, ასევე ვიქტორიას მეგობრები – Spice Girls-ის ერთ-ერთი წევრი, მელანი სი, ცნობილი შეფ-მზარეულის, გორდონ რამზის მეუღლე და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები