LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემმა განქორწინების შესახებ ჭორებს რომანტიკული ფოტოთი უპასუხა (ფოტო)

35

ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დევიდ და ვიქტორია ბექჰემების დაშორების შესახებ მორიგი სიცრუე აღმოჩნდა. ამის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია წყვილს არ გაუვრცელებია, თუმცა, მოარული ჭორების პარალელურად ვიქტორიამ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა. რომანტიკულ ფოტზე მეუღლეები ვიქტორიას ახალი სამოსის პრეზენტაციაზე იმყოფებიან.

უკვე დღეს კი ცნობილი მუსიკოსი და დიზაინერი ლონდონში ერთ-ერთ რესტორანთან გადაიღეს, სადაც ის შავი ფერის კლასიკურ ორეულში იყო გამოწყობილი. კოსტიუმსა და შარვალს ტყავის ქამარი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამშვენებდა. ცნობისმოყვარე პაპარაცებმა ვიქტორიას თითზე ქორწინების ბეჭდის გადაღება მოახერხეს, რამაც ბექჰემების განქორწინებაზე მოარული ჭორები კიდევ ერთხელ გააქარწყლა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები