LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემმა კოსმეტიკის ახალი კოლექცია წარმოადგინა

102

ბრიტანელმა დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა, კომპანია Estée Lauder-თან ერთად, დეკორატიული კოსმეტიკის ახალი კოლექცია გამოუშვა, რომელშიც 14 სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, მათ შორის ჰაილაითერები, ჩრდილები და პომადები გაერთიანდა. გაყიდვაში კოლექცია სექტემბრის თვეში გამოჩნდება, მისი ფასი კი 45-დან 95 დოლარამდე იქნება.

ბექჰემის განცხადებით, ის აღფრთოვანებულია ესტერ ლაუდერით, რომელმაც ქმართან ერთად უძლიერესი ბრენდი შექნმა და საკმაოდ სწრაფად მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. კომპანია Estée Lauder-ში კი, აღნიშნეს, რომ ვიქტორია ბექჰემმა მართლაც კარგად იცის, რა უნდათ ქალებს და სწორედ ამიტომ, მათი თანამშრომლობაც ძალიან ნაყოფიერი იქნება. კოსმეტიკური კომპანია მანამდეც ხშირად მუშაობდა ცნობილ ადამიანებთან, მათ შორის კენდალ ჯენერთან, ევა მენდესთან და ირენ კიმთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები