LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემმა ოფისში ნათურები თავად გამოცვალა (ფოტო)

290

ცოტა ხნის წინ ვიქტორია ბექჰემმა ნიუ-ორკის მოდის კვირეულზე გაზაფხულ-ზაფხულის ახალი კოლექცია წარადგინა, რომლის ჩვენებასაც მისი ოჯახი სრული შემადგენლობით ესწრებოდა. ამჯერად კი ბრიტანელმა დიზაინერმა სოციალური ქსელებისთვისაც მოიცალა და „ინსტაგრამზე“ უცნაური ფოტოების სერია გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ის საკუთარ ოფისში კიბეზეა ასული და ნათურებს ცვლის. მეორე ფოტო კი, საპირფარეშოშია გადაღებული, სადაც მხოლოდ ვიქტორიას ფეხები ჩანს.

ჩვენების მეორე დღეს ვიქტორია პაპარაცებმა ნიუ-ორკში დააფიქსირეს. სასტუმროდან გამოსული ვარსკვლავი ოფისისკენ მიიჩქაროდა. მას საკუთარი კოლექციიდან ხაკისფერი კომბინიზონი ეცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები