LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემმა უქმეები კენიაში გაატარა (ფოტო)

77

ვიქტორია ბექჰემი ამჯერად საქველმოქმედო ორგანიზაცია Boxgirls-ის მიერ ორგანიზებულ ტურნეში იმყოფება, რომელმაც სტარტი უქმეებზე აიღო. ცნობილი დიზაინერი და მუსიკოსი კენიას ესტუმრა, სადაც უკიდურესად გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდა. 43 წლის ვარსკვლავმა პირადად მოინახულა სოფლის ყველა ოჯახი, მათთან გაისაუბრა და „ინსტაგრამზე“ ემოციური ფოტოებიც გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ვიქტორია 4 შვილის დედასთან ერთად პოზირებს და მას საოჯახო საქმეებში ეხმარება.

ორგანიზაცია Boxgirls  კრივში გოგონების ჩართვას ისახავს მიზნად. სპორტულ სამოსში გამოწყობილი ვიქტორია ადგილობრივ ახალგაზრდებსაც შეხვდა და მათთან კრივის ილეთების დემონსტრირებასაც არ მოერიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები