LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემს ბრიტანული იმპერიის ორდენი პრინცმა უილიამმა გადასცა

36

ვიქტორია ბექჰემი ბრიტანული იმპერიის ოფიცერი გახდა. ღონისძიება, რომელსაც დევიდი და ვიქტორიას მშობლები ესწრებოდნენ, ბუკინგემის სასახლეში გაიმართა, ორდენი მას პრინცმა უილიამმა გადასცა.

გახარებული მისის ბექჰემის თქმით, გარშემომყოფების სიყვარულისა და თავდაუზოგავი შრომის გარეშე ის ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა, ამიტომ ბედნიერია, რომ ნანატრი დღე დადგა.

ვარსკვლავურ ოჯახში კი ვიქტორია უკვე მეორე ოფიცერია: 13 წლის წინ, საპატიო ორდენი დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ დევიდ ბექჰემს გადასცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები