LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემს კვლავ ანორექსიის პროპაგანდაში ადანაშაულებენ

288

ყოფილ მომღერალსა და ამჟამად დიზაინერს, ვიქტორია ბექჰემს ანორექსიის პროპაგანდაში ადანაშაულებენ. მისის ბექჰემის მიმართ ასეთი შინაარსის ბრალდება მას შემდეგ გაისმა, რაც მან „ინსტაგრამზე“ ნახევრად შიშველი მოდელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კრიტიკოსებმა ზემდეტად გამხდრად მიიჩნიეს.

გამომწერებმა ვიქტორიას მიუთითეს, რომ ის თავს არიდებს ამ საკითხს, თუმცა მითითებულ ფოტოზე საკმაოდ დიდი პრობლემა ჩანს და რომ მის შემოქმედებით მიმართულებას შესაძლოა მალე ადამიანის სიცოცხლეც კი შეეწიროს, მით უმეტეს, რომ მოდელებს, რომლებიც თვეობით ნაშიმშილებ ადამიანებს გვანან, ბევრი მოზარდი ბაძავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ვიქტორია უკვე გააკრიტიკეს ამავე მიზეზით. მაშინ დიზაინერმა განაცხადა, რომ „გამხდარი ავადმყოფს არ ნიშნავს“. ამჯერად კი მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები