LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიქტორია იამაყებდა ამით“ – ხლოა მორეცი კვლავ შეყვარებულის დედას ბაძავს (ფოტო)

107

ხლოა მორეცისა და ვიქტორია ბექჰემის მსგავსებაზე დასავლური მედია უკვე დიდი ხანია წერს. ბრუკლინ ბექჰემის შეყვარებული სულ უფრო მეტად ემსგავსება რჩეულის დედას და ამას მისი ყველა გამოჩენა ადასტურებს. ამჯერად ახალგაზრდა მსახიობი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ წვეულებას სტუმრობდა, სადაც წითელი და თეთრი ფერის კუბოკრულ პიჯაკსა და შარვალში გამოჩნდა. „ვიქტორია იამაყებდა ამით“,  – წერს მედია ხლოას მორიგ ლუქზე, რომელიც ერთი ერთში იმეორებს ვიქტორიას კლასიკურ სტილს.

საინტერესოა, რომ ამავე სტილის კუბოკრული ორეულით ვიქტორია არა ერთხელ ვიხილეთ. ცოტა ხნის წინ 20 წლის მსახიობი იუტაში  გამართულ გალა-ვახშამზეც ზუსტად იმ ბლუზით მივიდა, რომელიც ვიქტორიას „ჰარპერ ბაზარის” დაჯილდოვებაზე ეცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები