LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირთხაჭამია შარლი: ქალაქის მერმა ნიძლავი ჩააბარა და ვირთხა შეჭამა (ვიდეო)

81

საფრანგეთის ქალაქის მერმა საჯაროდ შეჭამა ვირთხა პსჟ-ს „ბარსელონასთან“ წაგების გამო.
შარლ დაიომ პირობა შეასრულა.

გეხსომებათ, თებერვალში, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მ „ბარსელონა“ 4:0 გაანადგურა. ფრანგული კომუნის მონ-დე-მარსანის მერმა შარლ დაიომკ პარიზელების საბოლოო წარმატებაში დარწმუნებული რომ იყო, განაცხადა, რომ თუ „ბარსა“ ამოქაჩავდა, თაგუნას შესასლავდა.

მაშინ ნოუ-კამპზე რაც მოხდა, ალბათ გახსოვთ და კიდევ დიდხანს გეხსომებათ: კატალონიელებმა 6:1 მოიგეს და გოლები სულ ბოლოსკენ შეყარეს.

დაიომ პირობა საჯაროდ, უამრავი მაყურებლის თანდასწრებით შეასრულა.
მაგიდაზე „ბარსელონას“ მაისური გაშალეს, ხოლო პსჟ-ს მაისური დაიომ საყელოში გაირჭო, ხელსახოცის ნაცვლად.
ვირთხის ჭამის შემდეგ მერმა გაიხუმრა, რომ გემოთი ბაჭიას წააგავდა.

https://www.youtube.com/watch?v=eY8-LT1ycL8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები