LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირტუალური რონალდო მესის ჯობია

90

მადრიდის ”რეალის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესის აჯობა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი FIFA 18-ის ახალ ვერსიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეა.

სიმულატორზე მომუშავე EA Sports-მა FIFA 18-ის ტოპ-10 მოთამაშე წარადგინა. სადაც პირველ ადგილს 94 პუნქტით კრიშტიანო რონალდო იკავებს. მეორეზე ლიონელ მესია 93 პუნქტით. მას მოსდევენ მანუელ ნოიერი, ასევე ყოფილი თანაგუნდელები ნეიმარი და ლუის სუარესი 92 პუნქტით.

რაც შეეხება ათეულის დანარჩენ ნაწილს, იგი ასე გამოიყურება:

6. რობერტ ლევანდოვსკი (”ბაიერნი”) – 91
7. სერხიო რამოსი (”რეალი”) – 90
8. ედენ აზარი (”ჩელსი”) – 90
9. ტონი კროოსი (”რეალი”) – 90
10. გონსალო იგუანი (”იუვენტუსი”) – 90

სიმულატორის ახალი ვერსია 29 სექტემბერს გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები