LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსის შემთხვევების მატების გამო ჯანდაცვის სამინისტრო კომპლექსურ ღონისძიებებს იწყებს

26

ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების გამო კომპლექსურ ღონისძიებებს იწყებს. დავით სერგეენკოს თქმით, მისი უწყება გაააქტიურებს იმავე პროტოკოლს, რითაც 2016  წლის დასაწყისში, 3 კვირის განმავლობაში მუშაობდა.

„მოგეხსენებათ, რომ ყოველ სეზონზე, გაზაფხულ-შემოდგომაზე ხდება გრიპისმაგვარი დაავადებების გამწვავება. ეს სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა პერიოდში შეიძლება დაიწყოს.  ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია. ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ეპიდემია.  ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს, კერძოდ, 500-ზე მეტი დაავადებული 100 000 მოსახლეზე.

ახლა, საბედნიეროდ, გვაქვს მხოლოდ 254, ბოლო დღეების მდგომარეობით, თუმცა, იმის გამო, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში – გუშინდელი მდგომარეობით, 550 ზარი დაფიქსირდა, გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც ჩვენ ვმუშაობდით 3 კვირის განმავლობაში ამ წლის იანვარში. კერძოდ, დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ“, – განაცხდა ჯანდაცვის მინისტრმა.

ბაღებსა და სკოლებში კი, მინისტრის თქმით, ხვალიდან სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება – თუკი ბავშვების არდასწრება 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება დაიკეტება 3 დღით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები