LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის დაუჭერს მხარს მმართველი პარტია – “ქართული ოცნება” მოლოდინის რეჟიმშია

30

დაუჭერს თუ არა ქართული ოცნება მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე კანდიდატს, ოფიციალურად გადაწყვეტილი არ არის.

მმართველი პარტია მოლოდინის რეჟიმშია, იქამდე ვიდრე ყველა საპრეზიდენტო კანდიდატურა დასახელდება.

“ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭერთ მხარს,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სრულად ესწრებოდა საპარლამენტო გუნდი, სამთავრობო გუნდი და პარტიის თავმჯდომარე.

“ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი პარტია კანდიდატურას არ დააყენებს. ახალი კონსტიტუციის პირობებში, კანდიდატი, რომელიც არც ერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი, უფრო ეფექტურად შეასრულებს საპრეზიდენტო ფუნქციებს. მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭერთ მხარს და თუ მხარს დავუჭერთ კონკრეტულ კანდიდატს და მისთვის ეს მხარდაჭერა აუცილებელია, ეს კანდიდატი იქნება დამოუკიდებელი. დაველოდებით, ვიდრე ყველა კანდიდატურა არ დასახელდება და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვის დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა,ირაკლი კობახიძემ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საერთო თანხმობითაა მიღებული.

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ პარტიამ შესაძლოა, ღიად დაუჭიროს მხარი რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს, ან საერთოდ უარი თქვას რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე.