LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის გამო დაწყევლა ნიკა გვარამიამ „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრები – „თქვენ ამოწყდით!..“

172

„მხოლოდ ქართულის“ მეორე სერია ბევრი საინტერესო სახით გამორჩეული აღმოჩნდა. ერთ-ერთი კონკურსანტი გახლდათ გორელი შუშანა, რომელსაც ბევრი იცნობს, თუმცა არ ვიცოდით, რომ მას სიმღერა ჰყვარებია.

შუშანას ვიდეო „ფეისბუქ“-მომხმარებელმა, გიორგი გიგანმა გააზიარა და დაწერა: „ძაან არ მომეწონა ეს მონაკვეთი და ჩემშია პრობლემა, თუ იმას, რასაც ვუყურებ, წესით, ტელევიზორი არ უნდა მაჩვენებდეს?“

მაყურებლის ნაწილმა შუშანას „მხოლოდ ქართულში“ გამოყვანა მის დაცინვად ჩათვალა, თუმცა ასე არ მიიჩნევს „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც დაწერა:

„რავა ყველაფერი დაცინვა ჰგონია ამ საბრალო შეზღუდულ ხალხს, რა ყველაფერში ცუდ ჩანაფიქრს ეძებენ. ან რა მარტივად აცხადებენ კოლექტიურად ადამიანს შეშლილად, თუ ვინმე მათგან მნიშვნელოვვად განსხვავებულია.

შუშანა უაღრესად საყვარელი და კოლორიტული ქალია, მოვიდა, იყო გულწრფელი და იმღერა ბევრზე უკეთ. სრულიად სერიოზულად განიხილა ჟიურიმ, და არა როგორც რამით ნაკლული და ჩამორჩენილი. მე ვიტყოდი, ზედმეტად სერიოზულადაც – მე კიდევაც გადავიყვანდი საყვარელს“.

მანამდე კი გვარამიამ სოფო ნიჟარაძეს, გიორგი უშიკიშვილსა და მარინა ბერიძეს მიმართა და წყევლა შეუთვალა იმის გამო, რომ შუშანა შემდეგ ტურში არ გადაიყვანეს. ნიკამ აღნიშნა: „ეს ქალი დამიტოვეთ გარეთ?!!! თქვენ ამოწყდით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები