LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მაისურებს ყიდულობენ ინგლისელი ფანები

120

მარკუს რაშფორდის მაისურები რუნისა და ვარდის მაისურებზე უკეთ იყიდება.
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების დებიუტანტი ფორვარდის მაისურები სუპერპოპულარულია ინგლისელ გულშემატკივრებს შორის. მარკუს რაშფორდმა, რომლის შესახებ სამი თვის წინ „მანჩესტერის“ ფანების ნაწილს თუ გაეგონათ რაიმე, მესამე ადგილი დაიკავა ინგლისის ნაკრების მაისურების გაყიდვების მიხედვით.
UKSoccershop-ის მონაცემებით, ევრო 2016-სთვის ოფიციალური შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ გაყიდული მაისურების 15%-ს ზურგზე აპლიკაცია რაშფორდის გვარით გაუკეთდა. ის მხოლოდ ჰარი კეინისა და ჯეკ უილშერის მაისურებს ჩამორჩება. ფორვარდებს შორის რაშფორდის მაისურები მეორე ადგილს იკავებს გაყიდვების მიხედვით, რის გამოც უეინ რუნისა და ჯეიმი ვარდის უსწრებს.
ინგლისის ნაკრების მაისურების გაყიდვის მაჩვენებელი გუნდის ოფიციალური შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ:

1. ჰარი კეინი – 22%
2. ჯეკ უილშერი – 20%
3. მარკუს რაშფორდი – 15%
4. ჯეიმი ვარდი – 12%
5. ადამ ლალანი – 10%
6. უეინ რუნი – 9%
7. როს ბარკლი – 5%
8. დელე ალი – 4%
9. დენიელ სტარიჯი – 2%
10. რაჰიმ სტერლინგი – 1%

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები