LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის მოაქვს პროდუქტები და ნივთები ჩვენამდე – შუამავალი კომპანიები, რომლებიც ჩრდილში რჩებიან

1091

ჩვენი ქვეყანა ძირითადად, ექსპორტზეა დამოკიდებული. მართალია ქართული წარმოების წახალისება ხდება, თუმცა, რასაც ვყიდულობთ: ნივთებს, საკვებს, ყოველდღიური მოხმარების საგნებს, ტანსაცმელს და ა.შ. უმეტესად უცხოეთიდან არის ჩამოტანილი.

როგორ ხვდება ამდენი ტვირთი საქართველოში, რა გზებს გადის და ვინ უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ნივთების შეძენის მხრივ, 90–იანების მსგავსად, უცხოეთში წასულ ახლობლებზე არ ვიყოთ დამოკიდებული.

„ფორტუნა“ ერთ–ერთ ასეთ კომპანია “სილქ როუდ ლაინს” დაუკავშირდა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ხუთი წელია ოპერირებს.

გუდვილი, სმარტი, ბურჯი, ჯორჯიან ფუდ სერვისი და ა.შ. ამ ცნობილი ჰიპერმარკეტებისა თუ მაღაზიების უკან, სწორედ სილქ როუდ ლაინი დგას.

ტვირთები კომპანიას თითქმის მთელი მსოფლიოდან მოაქვს, ყველა საშუალებით: ჰაერით, ზღვითა და ხმელეთით.

როგორც „ფორტუნას“ კომპანიის კლიენტთა მომსახურების მენეჯერმა ნათია კერესელიძემ განუცხადა, კომპანია საერთაშორისო გადაზიდვებს, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მიმართულებით ახორციელებს. გარდა ამისა, მათი საქმიანობა შიდა ტრანსპორტირებასაც მოიცავს.

„ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ევროპა, თურქეთი, შუააზია, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია. ტრანსპორტირება მოიცავს, არამხოლოდ სახმელეთო გადაზიდვას, არამედ საკონტეინერო და საჰაერო ტრანსპორტირებასაც. გარდა ამისა, გვაქვს საკუთარი საწყობები გერმანიაში, ბულგარეთში, იტალიასა და ჩეხეთში.

ასევე მომხმარებლებს ვთავაზობთ სასაწყობო და საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებულ მომსახურებას. იქნება ეს საექსპორტო დეკლარაცია, შიდა ევროპული ტრანსპორტირება, დაზღვევა თუ უფასო საბაჟო-საბროკერო მომსახურება. გარდა ამისა, ჩვენმა კომპანიამ დანერგა სრულიად განსხვავებული სერვისი, Pick&Deli, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გეზში ყველა საჭირო პროცედურას ატარებს ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი და უკვე განბაჟებული ტვირთის მიტანა ხდება კონკრეტულ მისამართზე და რაც მთავარია, ეს მომსახურება არის სრულიად უფასო“, – განაცხადა ნათია კერესელიძემ.

კომპანიის განცხადებით, ევროპიდან ტვირთების ჩამოტანას 14–17 დღე სჭირდება. ასე, რომ იმ ტვირთს რასაც თქვენ იღებთ დიდი და ხანგრძლივი გზის გამოვლა უწევს.

ნათია კერესელიძემ განაცხადა, რომ ამ სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და კომპანიებსაც თავისუფლად შეუძიათ არჩევანი გააკეთონ. მთავარი მოთამაშეები ბაზარზე მაინც “სილქ როუდ ლაინი“, ასევე „სმარტ გრუფი“ და „ჯი ენ ლოჯისტიკი“ არიან.

კონკურენციას ისინი კომპანიებს დაბალი ფასებით და ხარისხიანი მომსახურებით უწევენ.

ტვირთები ჩვენამდე ასეთ, უზარმაზარ კონტეინერებსა თუ საწყობებში ბინავდება. იმაზე რომ ისინი სწორად გადანაწილდეს და ადრესატმა დროულად მიიღოს, უამრავი ადამიანი მუშაობს.

ასე, რომ ყველა სახის პროდუქციაში დიდი არჩევანი მეტწილად, სწორედ ამ და ასეთი კომპანიების დამსახურებაა. ცნობისთის, “ბიას” ბიზნეს კატალოგის მიხედვით, ტრანსპორტის და გადაზიდვის სფეროში, საქართველოში სულ 46 კომპანიაა დარეგისტრირებული.