LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც როგორ უნდა ისე შემოდის და გადის: ოპოზიცია ახალციხეში დარღვევებზე საუბრობს

63

ახალციხის რაიონის სოფელ ნაოხრევში „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის განმარტებით, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას და ფაქტის გაპროტესტების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე უბნიდან გაგდებით დაემუქრა.

„ვისაც როგორ უნდა ისე შემოდის, გადის, გვავიწროვებენ, გვემუქრებიან გარეთ გაგდებით, პოლიციის გამოძახებით. კომისიის თავმჯდომარემ მიყვირა – წყნარად იჯექი, თორემ გარეთ გაგაგდებთო“, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეა გავაშელის ინფორმაციით, ახალციხეში ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 6 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო. აქტივობა 19%-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები